მთავარ შინაარსზე გადასვლა

ქუქი პოლიტიკა

როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს

ბოლო განახლება: თებერვალი 2026

ეს ქუქი პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს შპს სქლაბერი ქუქიებსა და მსგავს ტექნოლოგიებს სქლაბერის ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციასა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ ინტერფეისებზე. წინამდებარე ქუქი პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს.

1. პრეამბულა

ეს ქუქი პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იყენებს შპს სქლაბერი (შემდგომში – სქლაბერი, ჩვენ, ჩვენი) ქუქიებსა და მსგავს ტექნოლოგიებს სქლაბერის ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციასა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ ინტერფეისებზე (ერთობლივად – პლატფორმა). წინამდებარე ქუქი პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს და უნდა იქნეს წაკითხული მასთან ერთად; კონფიდენციალურობის პოლიტიკა ხელმისაწვდომია მისამართზე https://sclubber.com/privacy.html.

ქუქიები და მსგავსი ტექნოლოგიები გვეხმარება პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალის უზრუნველყოფაში, უსაფრთხოების შენარჩუნებაში, პლატფორმის გამოყენების გაგებასა და ანალიზში და, შესაბამისი ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, რეკლამის მიწოდებასა და მისი ეფექტიანობის გაზომვაში.

2. პოლიტიკის მიზანი და ფარგლები

ეს ქუქი პოლიტიკა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს, იყენებთ ჩვენს მობილურ აპლიკაციას, ურთიერთობთ ჩვენს კონტენტთან ან სხვა გზით იღებთ წვდომას პლატფორმაზე.

ეს ქუქი პოლიტიკა არ ვრცელდება მესამე პირების ვებგვერდებსა ან სერვისებზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს პლატფორმასთან. ასეთ მესამე პირებს შეუძლიათ გამოიყენონ საკუთარი ქუქიები ან მსგავსი ტექნოლოგიები, მათი შესაბამისი პოლიტიკის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ითხოვს თანხმობას გარკვეული ქუქიების ან მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებისთვის, შპს სქლაბერი მოითხოვს ასეთ თანხმობას ქუქი ბანერის, პრეფერენციების ცენტრის, მოწყობილობის ნებართვის მოთხოვნის ან სხვა ანალოგიური მექანიზმის საშუალებით.

3. რა არის ქუქიები და მსგავსი ტექნოლოგიები

ქუქიები წარმოადგენს მცირე მოცულობის ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინახება თქვენს ბრაუზერში ან მოწყობილობაზე ვებგვერდზე წვდომის ან გარკვეული ონლაინ სერვისების გამოყენებისას. ქუქიები შეიძლება განთავსდეს შპს სქლაბერის მიერ (პირველი პირის ქუქიები) ან იმ მესამე პირების მიერ, რომელთა სერვისებსაც ჩვენ ვიყენებთ (მესამე მხარის ქუქიები).

მსგავსი ტექნოლოგიები შეიძლება მოიცავდეს, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს:

  • პიქსელები ან ვებ-ბიკონები;
  • ლოკალური საცავი და სესიის საცავი;
  • მობილური მოწყობილობის იდენტიფიკატორები (მაგალითად, სარეკლამო იდენტიფიკატორები);
  • მობილურ აპლიკაციებში ჩაშენებული SDK ტექნოლოგიები; და
  • სერვერის მხარეს გამოყენებული ლოგ-იდენტიფიკატორები, რომლებიც გამოიყენება უსაფრთხოებისა და სესიის მართვის მიზნით.

4. როგორ და რა მიზნით ვიყენებთ ქუქიებსა და მსგავს ტექნოლოგიებს

სქლაბერი იყენებს ქუქიებსა და მსგავს ტექნოლოგიებს ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის მიზნებისთვის. ზოგიერთი მათგანი მკაცრად აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისთვის და მათი გამორთვა შეუძლებელია სერვისების არსებითად დაზიანების გარეშე.

5. მესამე პირების ქუქიები და მსგავსი ტექნოლოგიები

პლატფორმის ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა ეფუძნებოდეს მესამე პირების მომსახურებას, რომლებიც თქვენს მოწყობილობაზე ათავსებენ ქუქიებს ან მსგავს ტექნოლოგიებს. შპს სქლაბერი არ აკონტროლებს მესამე პირების ქუქიების მუშაობას.

მესამე პირები, რომლებმაც შესაძლოა განათავსონ ქუქიები ან მსგავსი ტექნოლოგიები პლატფორმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, შეიძლება მოიცავდნენ, მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლებოდნენ:

  • ანალიტიკის პროვაიდერებს;
  • გადახდის სერვისების პროვაიდერებსა და თაღლითობის პრევენციის პროვაიდერებს (ტრანზაქციების პროცესებთან დაკავშირების შემთხვევაში);
  • მომხმარებელთა მხარდაჭერისა და კომუნიკაციის პროვაიდერებს;
  • სარეკლამო პარტნიორებს, შესაბამისი ფუნქციის გააქტიურებისა და თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

6. ქუქიების მოქმედების ვადა

სესიური ტექნოლოგიები მოქმედებს მხოლოდ თქვენი აქტიური ბრაუზინგის სესიის განმავლობაში და, როგორც წესი, იწურება მაშინ, როდესაც დახურავთ ბრაუზერს ან დასრულდება სესია.

მუდმივი ტექნოლოგიები ინახება თქვენს მოწყობილობაზე მანამდე, სანამ მათი მოქმედების ვადა ამოიწურება ან თქვენ თავად არ წაშლით მათ. მოქმედების ვადა დამოკიდებულია გამოყენების მიზანსა და შესაბამის კონფიგურაციაზე. საორიენტაციოდ, შენახვის ვადა შეიძლება მოიცავდეს:

  • ავთენტიფიკაციას / სესიის უწყვეტობას: 30 დღემდე;
  • პრეფერენციების შენახვას: 12 თვემდე;
  • ანალიტიკურ იდენტიფიკატორებს: 12 თვემდე;
  • მარკეტინგულ იდენტიფიკატორებს: 12 თვემდე.

აღნიშნული ვადები შესაძლოა განსხვავდებოდეს ტექნიკური საჭიროებების, სამართლებრივი მოთხოვნებისა და პროვაიდერების კონფიგურაციის მიხედვით.

7. ტექნოლოგიების მაგალითები, რომლებიც შესაძლოა გამოვიყენოთ

ქუქიებისა და მსგავსი იდენტიფიკატორების სახელები შესაძლოა შეიცვალოს სისტემების, მომწოდებლებისა და კონფიგურაციების განახლების შესაბამისად. ტიპური მაგალითები შეიძლება მოიცავდეს იდენტიფიკატორებს, რომლებიც გამოიყენება:

  • სესიის მართვისთვის (მაგალითად, სესიის იდენტიფიკატორები);
  • ავთენტიფიკაციის ტოკენებისთვის;
  • უსაფრთხოების ტოკენებისთვის (მაგალითად, CSRF დაცვის მიზნით);
  • ენისა და ჩვენების პრეფერენციებისთვის; და
  • ანალიტიკური იდენტიფიკატორებისთვის (მაგალითად, „_ga" ან მისი ეკვივალენტი, ანალიტიკის კონფიგურაციის მიხედვით).

სქლაბერს შესაძლოა ჰქონდეს ქუქიებისა და SDK-ების განახლებული სია ან შეჯამება პრეფერენციების ცენტრში ან მხარდაჭერის გვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე https://portal.sclubber.com/ka/cookie-policy.

8. თქვენი არჩევანი და კონტროლი

8.1 ქუქიების პრეფერენციების ცენტრი

სადაც ხელმისაწვდომია, თქვენ შეგიძლიათ მართოთ ქუქიების კატეგორიები პლატფორმის პარამეტრების ან პრეფერენციების ცენტრის მეშვეობით, მისამართზე: https://portal.sclubber.com/. ეს, როგორც წესი, გაძლევთ შესაძლებლობას დაეთანხმოთ ან უარი თქვათ არაუცილებელ კატეგორიებზე (ფუნქციური, ანალიტიკური, მარკეტინგული), ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.2 ბრაუზერის კონტროლი (ვებგვერდი)

ბრაუზერების უმეტესობა გაძლევთ შესაძლებლობას დაბლოკოთ ან წაშალოთ ქუქიები პარამეტრების მეშვეობით. იმ შემთხვევაში, თუ დაბლოკავთ მკაცრად აუცილებელ ქუქიებს, პლატფორმის ზოგიერთი ფუნქცია შესაძლოა არ მუშაობდეს სწორად (მათ შორის, ავტორიზაცია და დაჯავშნა). თქვენ ასევე შეგიძლიათ ნებისმიერ დროს წაშალოთ უკვე შენახული ქუქიები თქვენი ბრაუზერის საშუალებით.

8.3 მობილური აპლიკაციის კონტროლი

მობილური ოპერაციული სისტემები შესაძლოა გაძლევდნენ შესაძლებლობას შეზღუდოთ სარეკლამო ტრეკინგი, გადააყენოთ სარეკლამო იდენტიფიკატორები და მართოთ ნებართვები (მათ შორის, მდებარეობის ნებართვები). აღნიშნული პარამეტრების მართვა შესაძლებელია თქვენი მოწყობილობის პარამეტრებიდან.

8.4 თანხმობაზე უარის თქმა

იმ შემთხვევაში, თუ თანხმობა საჭიროა და თქვენ იგი უკვე მიანიჭეთ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი თქვათ ასეთ თანხმობაზე პრეფერენციების ცენტრის ან მოწყობილობის პარამეტრების მეშვეობით. თანხმობის უკან წაღება არ ახდენს გავლენას იმ დამუშავების კანონიერებაზე, რომელიც განხორციელდა თანხმობის უკან წაღებამდე.

8.5 მესამე პირების უარის თქმის შესაძლებლობები

ზოგიერთ მესამე პირის პროვაიდერს გააჩნია უარის თქმის მექანიზმები. სქლაბერმა შესაძლოა ჩამოთვალოს გავრცელებული უარის თქმის ვარიანტები, თუმცა აღნიშნული მექანიზმების ხელმისაწვდომობა და ფუნქციონირება სრულად ეკისრება შესაბამის მესამე პირებს.

9. ქუქიების გამორთვის შედეგები

თუ თქვენ გამორთავთ ან დაბლოკავთ მკაცრად აუცილებელ ტექნოლოგიებს, პლატფორმამ შესაძლოა ვერ იმუშაოს სათანადოდ და ძირითადი ფუნქციები გახდეს მიუწვდომელი, მათ შორის ანგარიშზე შესვლა, უსაფრთხოების დაცვა, დაჯავშნის პროცესები და ტრანზაქციების დამუშავება.

თუ თქვენ გამორთავთ ფუნქციურ ტექნოლოგიებს, პრეფერენციები შესაძლოა არ შეინახოს და პლატფორმის გამოყენების გამოცდილება ნაკლებად პერსონალიზებული იყოს.

თუ თქვენ გამორთავთ ანალიტიკურ / მოქმედების ტექნოლოგიებს, სქლაბერს შესაძლოა შეეზღუდოს შესაძლებლობა გააანალიზოს პლატფორმის მუშაობა, გამოავლინოს შეცდომები და გააუმჯობესოს მომხმარებლის გამოცდილება.

თუ თქვენ გამორთავთ მარკეტინგულ ტექნოლოგიებს, შესაძლოა კვლავ იხილოთ რეკლამა, თუმცა იგი შეიძლება იყოს ნაკლებად შესაბამისი და არ იყოს პერსონალიზებული თქვენი ურთიერთქმედებების საფუძველზე.

10. Do Not Track სიგნალები

ზოგიერთი ბრაუზერი გადასცემს „Do Not Track" სიგნალებს. პლატფორმა ამჟამად არ რეაგირებს DNT სიგნალებზე ერთგვაროვანი ფორმით. ტრეკინგის პრეფერენციების სამართავად თქვენ უნდა გამოიყენოთ ამ ქუქი პოლიტიკაში აღწერილი პრეფერენციების კონტროლის მექანიზმები.

11. ქუქიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი

მკაცრად აუცილებელი ტექნოლოგიები გამოიყენება იმმიზნით, რომ ისინი საჭიროა პლატფორმის მიწოდებისა და მისი უსაფრთხოებისა და მთლიანობის დაცვისთვის.

ფუნქციური, ანალიტიკური / მოქმედების და მარკეტინგული ტექნოლოგიები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს თანხმობას — შესაბამისი თანხმობის საფუძველზე, ხოლო სხვა შემთხვევებში — მონაცემთა დაცვის მოქმედი წესებით დაშვებული სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად, ტექნოლოგიის ხასიათისა და გამოყენების კონტექსტის გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში, როდესაც თანხმობა აუცილებელია, პლატფორმა არ განათავსებს და არ გაააქტიურებს შესაბამის არაუცილებელ ტექნოლოგიებს მანამ, სანამ თქვენ არ გასცემთ ასეთ თანხმობას.

12. ბავშვები

პლატფორმა არ არის მიმართული ბავშვებისკენ. სქლაბერი არ იყენებს არაუცილებელ ქუქიებს ან მსგავს ტექნოლოგიებს 16 წლამდე მომხმარებლების ტრეკინგისთვის შესაბამისი თანხმობის მექანიზმების გარეშე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კანონით არის მოთხოვნილი. ამასთან, მკაცრად აუცილებელი ტექნოლოგიები შესაძლოა კვლავ გამოიყენებოდეს ავთენტიფიკაციის, უსაფრთხოებისა და ასაკობრივი შეზღუდვების კონტროლის მიზნით.

13. ქუქი პოლიტიკის ცვლილებები

სქლაბერს შეუძლია პერიოდულად განაახლოს ეს ქუქი პოლიტიკა. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება პლატფორმაზე შეცვლილი „ბოლო განახლების" თარიღით. კანონით მოთხოვნილ შემთხვევაში, სქლაბერი ასევე შეიძლება გაავრცელოს შეტყობინება პლატფორმის მეშვეობით ან სხვა შესაბამისი საკომუნიკაციო არხებით.

დაგვიკავშირდით

ქუქიების გამოყენების შესახებ კითხვებისთვის:

შპს სქლაბერი
ფალიაშვილის ქ. 64, თბილისი, საქართველო 0179
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებსაიტი: sclubber.com